პულტებით მანიპულაცია პარლამენტში - ოპოზიციის ნაწილი აფერისტობაში გამოიჭირეს
ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო აფერისტობაში გამოიჭირეს. ანუ როგორ შეიძლება ერთდროულად სახლშიც იყო და პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც. კოლეგების ბარათებით რეგისტრაციის გავლაში როსტომ ჩხეიძეა მხილებული. დეპუტატის საეჭვო მანევრები კოლეგებმა გირჩიდან შეამჩნიეს და განგაში ატეხეს. თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე, გუბაზ სანიკიძე, ნიკა მაჭუტაძე - ეს დეპუტატები საერთოდ არ იმყოფებოდნენ დარბაზში, თუმცა როსტომ ჩხეიძის მანიპულაციებით ოფიციალურად დამსწრე დეპუტატების სიაში მოხვდნენ.
თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანია რაში დასჭირდა დეპუტატს პულტებით მანიპულაცია. დღეს უმრავლესობა თავდაცვის კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვას გეგმავდა და კვორუმისთვის ხმებს ვერ აგროვებდა. ოპოზიცია შეგნებულად არ გადიოდა რეგისტრაციას. სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა როსტომ ჩხეიძე და კოლეგების ბარათებით უმრავლესობის დახმარება გადაწყვიტა. თუმცა ხმები ოცნებას მაინც არ ეყო და სხდომა ჩაიშალა.
რა არგუმენტები აქვს თავად როსტომ ჩხეიძეს - რატომ სარგებლობდა კოლეგების ბარათებით