ყოველი მეოთხე მსჯავრდადებული სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის - საგანგაშო ანგარიში
ციხეებს მაყურებლები მართავენ, საპატიმრო დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურა დაბრუნდა - პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მძიმე რეალობას ყოფილი სახალხო დამცველი აფასებს. ქართულ ციხეებზე საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა ევროპის საბჭომაც. ყოველი მეოთხე მსჯავრდადებული სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დღემდე ამაყობს პატიმრების რაოდენობის შემცირებით, აღმოჩნდა რომ ევროპაში ამ მიმართულებით ყველაზე მძიმე ვითარება საქართველოში. ჩვენზე მეტი პატიმარი მხოლოდ თურქეთს ჰყავს.