„როსავიაციამ“ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, ნებართვების უმეტესობა გაცემულია ავიაკომპანია Red Wings-ზე. Red Wings-ს ავიარეისების შესრულება სურს:
- ვლადიკავკაზიდან ბათუმის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- ეკატერინბურგიდან ბათუმის და ქუტაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- ჟუკოვსკიდან ბათუმის, თბილისის და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- ყაზანიდან ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- კრასნოდარიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის (დოკუმენტში აღნიშნულია რეისების სიხშირის სამიდან შვიდამდე გაზრდა) მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- მაჰაჩყალიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- მინვოდიდან ბათუმის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- მოსკოვიდან ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით (დოკუმენტში აღნიშნულია რეისების სიხშირის სამიდან შვიდამდე გაზრდა);
- ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმის ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- პერმიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- დონის როსტოვიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- ტიუმენიდან ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- უფიდან ქუთაისის და თბილსის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი);
- ჩელიაბინსკიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი).
ირკვევა, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენები შესაძლოა დაიწყოს ავიაკომპანია „როსიამ" და „იამალმა“.
„როსიამ"-ს სოჭი-თბილისის მიმართულებით, კვირაში 7-ჯერ უნდა ფრენა, „იამალს“ ტიუმენი-თბლისი და ტიუმენი ბათუმის მიმართულებით, კვირაში ერთხელ.
საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეისების შესრულების ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია.
ამ დროისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს ავიაკომპანიები: „აზიმუტი“ და „ჯორჯიან ეარვეიზი“ ახორციელებენ.