სუს-ის სკანდალური დოკუმენტი - ვინ ამზადებდა თავდასხმებს მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებზე?

06.07.23 10:20
სუს-ის სკანდალური დოკუმენტი - ვინ ამზადებდა თავდასხმებს მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებზე?

ვინ ამზადებდა თავდასხმებს მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებზე - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშიდან ირკვევა. 

უწყება არ აკონკრეტებს ვის წინააღმდეგ იგეგმებოდა ვინ იყო სამიზნე. 

2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით"- წერს სუს-ი. 

54 გვერდიან ანგარიშში საუბარია, რომ "საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები"

შიდა და გარე აქტორები პატრიოტულ განწყობებზე აპელირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებს ავრცელებდნენ და მოსახლეობას დესტრუქციული, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებდნენ.  
 
ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებდა მტრულად განწყობილი სუბიექტების მიერ საზოგადოების მეტი პოლარიზაციისკენ მიმართული აქტივობები, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხების მცდელობები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ მოწოდება და სოციალური დესტაბილიზაციის ხელშეწყობა"- ვკითხულობთ დოკუმენტში. 

 

მსგავსი სიახლეები