სუს-ის ორგანიზებული თავდასხმა მიშა მშვილდაძესთან - დაინტერესდება თუ არა შსს ახალი გარემოებებით
თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დაინტერესდება თუ არა "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის საქმის ახალი გარემოებებით.
ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, დადგენილია რომ მშვილდაძის ცემა წინასწარ სუს-ის მიერ იყო ორგანიზებული.
გაშიფრულია საქმის მთავარი ორგანიზატორიც, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიებაა გადაკვალიფიცირდება თუ არა ჯგუფურად მომხდარი თავდასხმის მუხლით.
მიშა მშვილდაძე დარწმუნებულია, რომ გომელაურის უწყება თავიდანვე ყველაფრის საქმის კურსი იყო, თუმცა საქმე წინ მიზან მიზანმიმართულად არ მიდის.
ნამდვილად სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, სუსის ტიპი მონაწილეობს კონკრეტულად ადევნებას და თვალთვალს, ანუ კრიმინალურ ქმედებებს ახორციელებს და მერე იქაც აკვირდება და იქცევა არაავთენტურად, მისი ქცევით გავშიფრეთ, რომ ეს იყო სუსის თანამშრომელი და მერე დადასტურდა, რაც გამორიცხავს ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ეს ამბავი შეიფუთოს რამენაირად. ახლა არის დანარჩენი პირების იდენტიფიცირება და გასაგრძელებელი, რომ აბსოლუტურად სრული სურათიო დაიხატოს. ეს მავნე პრაქტიკა, რომ სუსი გამოყენებული იყოს ადამიანების ცემისთვის და ამ საშინელებისთვის. ეს როგორ უნდა დასრულდეს იცით, რომ ეჭვიც კი არ უნდა დარჩეს არავითარი, რომ ეს შეიძლება კიდევ მოხდეს" - მიშა მშვილდაძე.