"საქართველო რუსეთისთვის უკანა ეზო გახდა" - თაზო დათუნაშვილი
"საქართველო რუსეთისთვის უკანა ეზო გახდა" - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი, თაზო დათუნაშვილი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა.
" ჩვენ ვართ დემოგრაფიულ ექსპანსიის პირობებში და ეს უნდა გვესმოდეს" - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
ეს ნაკადი, ანუ ფრენების ეს განრიგი, არ არის დაკავშირებული ტურისტულ ნაკადთან. ერთადერთი რასთანაც არის დაკავშირებული ეს ფრენები, ეს არის იმასთან, რომ საქართველო ოფიციალურად გახდა უკანა ეზო რუსეთისთვის. ის გზები, რომლებიც რუსეთისთვის დაკეტილია, ახლა გაიხსნა თბილისიდან, ამას არ მალავს თამაზ გაიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ რომ, დანიშნა რეისი მაგალითად მოსკოვი თბილისი ნიცა. ეს რეისები არის ჩვეულებრივ რუსეთის ერთ-ერთი შიდა აეროპორტში, რომ შეიძლება დაფრინავდეს ამაზე მიბმული პირდაპირ. ანუ ეს არის აქ მცხოვრები რუსებისთვის გაკეთებული რეისები. ჩვენ ვართ დემოგრაფიულ ექსპანსიის პირობებში და ეს უნდა გვესმოდეს" - თაზო დათუნაშვილი.