პატრიარქის ექიმი: განცხადებას გააკეთებს მამა ანდრია ჯაღმაიძე

06.07.23 12:26
პატრიარქის ექიმი: განცხადებას გააკეთებს მამა ანდრია ჯაღმაიძე

 პატრიარქის თანამოსაყდრის შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით "პირველებმა" პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა ჩაწერა. 

მედიკოსი ამბობს, რომ ინფორმაცია მედიისგან გაიგო, თუმცა იქვე ამბობს, რომ მაღალი იერარქის მდგომარობა "კარგია". 

მე საქმის კურსში არ ვარ, ვიცი, რომ მამა ანდრია ჯაღმაიძე გააკეთებს (განცხადებას). თანამშრომლებისგან ვიცი, რომ კარგი მდსგომარეობაა. დანარჩენი არაფერი ვიცი. თქვენგან გავიგე ეს ამბავი"- თქვა შარტავამ.

"პირველების" ინფორმაციით,  პატრიარქის თანამოსაყდრის ორგანიზმში ვერცხლის წყალი აღმოაჩინეს. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქოსთან არსებულ ტაძარში. 

მსგავსი სიახლეები