ტერმინები "დესტრუქციული" და "რადიკალური" მართლაც ჩვენს ოპოზიციას წარმოაჩენს - კახიანი სუსის ანგარიშზე

06.07.23 13:40
ტერმინები "დესტრუქციული" და "რადიკალური" მართლაც ჩვენს ოპოზიციას წარმოაჩენს - კახიანი სუსის ანგარიშზე

ვინ იგულისხმება სუსის ანგარიშში ნახსენებ დესტრუქციულ და რადიკალურ ძალებში - კითხვაზე, ფაქტობრივად, "ქართულმა ოცნებამ" უპასუხა. დეპუტატი გაგა კახიანი ირწმუნება, რომ ქვეყანაში ერთადერთი დესტრუქციული ძალა ოპოზიციაა, რომელიც მუდმივად არეულობის შექმნას ცდილობს და ეს ტერმინები დოკუემნტშ სუსმაც გამოიყენა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პირზე თავდასხმის ფაქტს,რ ომელიც ასევე სუსის ანგარიშშია ნახსენები, მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს. 

სუსის ანგარიში ასეთ ინფორმაციას, როგორც თქვენ მეუბნებით, რომ თითქოს რომელიმე პოლიტიკური პირის ლიკვიდაცია იგეგემებოდა, მე ამას ვერ დავადასტურებს. ყოველ შემთხვევაში, როცა მოვისმენთ ანგარიშს, ბუნებრივია, თუ ეს ასეა, ეს გახდება ცნობილი. თუ ასეეთი რამ იყო, ბუნებრივიაა, კითხვები ამასთან დაკავშირებითაც გაჩნდება. „დესტრუქციული“ და „რადიკალური“ ეს არის ტერმინი, რომელიც, მათ შორის, ანგარიშშიც შეიძლება იყოს გამოყენებული. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ტერმინები მართლა წარმოაჩენს იმ ოპოზიციას, რომელიც ჩვენ გვყავს. მათ ერთ ნაწილს. მართლაც ასეა, რო ჩვენ გვყავს დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ასეთი ქმედებებით ცდილობენ, ქვეყანაში გარკვეული არეული ფონის შექმნას, - ამბობს კახიანი. 

მსგავსი სიახლეები