ანგარიშსწორება ქვებით და შუშის ბოთლებით - ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებს თავს დაესხნენ, არიან დაშავებულები

06.07.23 14:08
ანგარიშსწორება  ქვებით და შუშის ბოთლებით - ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებს თავს დაესხნენ, არიან დაშავებულები

ამ წუთებში ფიზიკური დაპირისპირებაა საგარეჯოში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და პარტიის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ. 

"პირველების" კორესპონდენტის ცნობით, რამდენიმე პირი ლევან ხაბეიშვილსა და ენმ-ს წევრებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი საპენსიო რეფორმის შესახებ ინფორმაციას პენსიონერებს აწვდიდნენ. 

ისვრიან ქვებსა და კვერცხებს. დაშავდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, დაშავებულთა შორისა"მთავარი არხის" ჟურნალისტი.

 

 

მსგავსი სიახლეები