არავის ეშინია, "რუსულ ოცნებას" ვერ გადავაბარებთ ქვეყანას - ბეჟაშვილი ძალადობაზე
დღეს საგარეჯოში მობილიზებული ივნენ საგარეჯოს საკრებულოს წვერები, მთელი კახეთის საკრებულოებიდან, აპარატის თანამშრომლები საჯარო მოხელეები - ამის შესახებ "ტვ პირველს" "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.
მისი ქმით, ძალადობა და თავდასხმები "ქართული ოცნების" მიერაა ორგანიზებული:
"დღეს საგარეჯოში "ენმ"-ს ამომრჩევლებთან, პენსიონერებთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც უნდა გაგვეცნო ჩვენს პროგრამა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის გათანაბრებას ქალის და მამაკაცისთვის და 60 წლის დაწესებას, 400 ლარამდე პენსიის გაზრდას, საბანკო პროცენტების პენსიაზე მოხსნის საკითხს. ამ საკითხებთან დაკავშირებით ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო და მეორე შეხვედრაზე კასპში მოგეხსენებათ რაც დაატრიალა "ქართულმა ოცნებამ" და სპეცსამსახურებმა და გაკვეთილი ვერ გამოიტანეს, ვერ მიხვდნენ, რომ მათ არავის არ ეშინია, ჩვენ უკან არ დავიხევთ იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის სახელმწიფო ინტერესები, ეროვნული ინტერესები, ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ "რუსულ ოცნებას" ვერ გადავაბარებთ ქვეყანას და მათ საძიძგნად, რომ გახდილი არის ეს 10 წლის განმავლობაში ასე დაუსრულებლივ ვერ გაგრძელდება. დღეს საგარეჯოში მობილიზებული იყო საგარეჯოს საკრებულოს წვერი, მთელი კახეთის საკრებულოებიდან, აპარატის თანამშრომლები საჯარო მოხელეები და პირდაპირ ძალადობაზე გადმოვიდნენ იყო ქვები, იყო შეურაცხყოფა, იყო ფიზიკური დაპირისპირება და მათ მიიღეს პასუხი, მაგრამ ეს არის არის გამოსავალი, ეს არ არის ნორმალური ვითარება და ხელისუფლება არის ამაზე პასუხისმგებელი, მათ სურთ წარმოაჩინონ, რომ თითქოს აქ ნაციონალურ მოძრაობაზე განაწყენებული ვინმე ადამიანი, რიგითი მოქალაქეები მოდიან, არა ესენი არიან საჯარო მოხელეები, საკრებულოს თანამშრომლები. რეალურად ქართული ოცნება იბრძვის იმისათვის, რომ კვლავ ბიუჯეტიდან ჭამონ ფულები, კვლავ ბიუჯეტის ხარჯზე, მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრდნენ იმიტომ, რომ მათ პირად სიმდიდრეს ეხება ეს, მათ პირად ოჯახურ კეთილდღეობას ეხება" - ლევან ბეჟაშვილი.
საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ.
ენმ-ს საპენსიო რეფორმა უნდა წარედგინა, როდესაც მმართველი გუნდის მხარდამჭერები გამოჩნდნენ. ისინი ქვებს ისვრიან და იგინებიან.