"რუსეთი ოკუპანტია" - მაისურზე წარწერის გამო აქტივისტი სტადიონზე არ შეუშვეს

06.07.23 15:58
"რუსეთი ოკუპანტია" - მაისურზე წარწერის გამო აქტივისტი სტადიონზე არ შეუშვეს

"რუსეთი ოკუპანტია" - მაისურზე ამ წარწერის გამო ბათუმის საერთაშორისო სტადიონზე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის მატჩზე აქტივისტი არ შეუშვეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ბათუმელი აქტივისტი რისმაგ ხოზრევანიძე რადიო თავსიუფლებას ეუბნება, რომ ამ წარწერით მაისურებს 3 წელზე მეტია ატარებს.

ყველგან ამ მაისურით დავდივარ. იმიტომ, რომ აქ მყოფმა ყველა რუსმა და ბელორუსმა, ასევე რუსეთის სხვა მომხრემ დაინახოს და დისკომფორტი მაინც შეემნათ,“- ამბობს აქტივისტი.

რისმაგ ხოზრევანიძეს რომ უზღუდავენ სტადიონზე შესვლას, ვიდეო კადრები მისმა მეგობარმა გადაიღო, სადაც ისმის, რომ მაისურზე წარწერა რეკლამაა და სტადიონზე მისი შეტანა დაუშვებელია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კი განმარტავენ, რომ ბათუმის საერთაშორისო სტადიონზე მოქმედებს უეფას მიერ დადგენილი წესები.

 

მსგავსი სიახლეები