ძალადობის წამხალისებელი რუსული ხელისუფლება მტკიცე და დაუღალავი ბრძოლით უნდა მოვიშოროთ - "დროა"

06.07.23 16:09
ძალადობის წამხალისებელი რუსული ხელისუფლება მტკიცე და დაუღალავი ბრძოლით უნდა მოვიშოროთ - "დროა"

საგარეჯოში დღეს მომხდარ ფაქტს, სადაც თავს ენმ-ს წევრებს დაესხნენ, "დროა" საგანგებო განცხაებით ეხმიანება. პოლიტიკური პარტია წერს, რომ მომქმედი მომხდარში ხელისუფლების ხელი ურევია და "ოცნება" ძალადობის წამხალისებელი და ორგანიზატორია. 

"დროა" მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ და ქართულმა საზოგადოებამ "ქართული ოცნება" დაუღალავი და მტკიცე ბრძოლით უნდა დამარცხდეს. 

დღეს, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის უსაფრთხოდ. სახელმწიფო მიტაცებული აქვს „ქართული ოცნების“ რუსულ ხელისუფლებას, რომელიც არა მხოლოდ წამხალისებელი, არამედ კრიტიკულად განწყობილ ყველა ინდივიდსა თუ ორგანიზაციაზე ფიზიკური თავდასხმის უშუალო ორგანიზატორია. 
დღეს, საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სწორედ „ოცნების“ მიერ შექმნილი ძალადობრივი ჯგუფი დაესხა თავს.
გარდა იმისა, რომ ღრმა კრიზისში მყოფი ხელისუფლება ყველა ხერხით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, მსგავსი დაპირისპირებები გამიზნულად უშლის ხელს ქართული სახელმწიფოს ევროპულ პერსპექტივას.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ მშვიდობა და მტკიცე და დაუღალავი ბრძოლით  მოვაშოროთ რუსული ხელისუფლება ქვეყანას. მსგავსი ძალადობრივი მეთოდები სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს ისტორიას, - წერს "დროა" .

მსგავსი სიახლეები