უნდა შეფასდეს, კომუნიკაციის რომელი ფორმა რამდენად შეიძლება ძალადობის პროვოცირებას ახდენდეს - საჯრველაძე
ორგანიზებული თავდასხმა საგარეჯოში - ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე თავდასხმას ქართულ ოცნებაში ეხმაურებიან და პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ის აგრესია, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ იჩენს მოსახლება, წინა ხელისუფლების ქმედებების შედეგია.
ძალადობის ფორმა ურთიერთობაში მიუღებელია, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ პროვოცირებაზე. პროვოცირება არის, რომ მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ცდილობს რაღაც ფორმით ისე წარმოაჩინოს საკუთარი ფორმით, რომ არ აქვს საზოგადოებისთვის ბოდიში მოსახდელი, ესეც შეიძლება მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს აგრესიული დამოკიდებულების,“ - ამბობს სარჯველაძე.
რაც შეეხება, საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის გურამ მაჭარაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ამართლებს თავდასხმას ნაციონალური მოძრაობის წევრებზე, ამასთან დაკავშირებით, სარჯველაძე განმარტავს, რომ შეიძლება გარკვეულმა პირებმა ძალადობის პროვოცირება მოახდინონ.
მე არ მგონია, რომ ბატონი გურამი იწონებდეს ან ემხრტობოდეს ძალადობის აქტებს, ამის მიღმაც შეიძლება გაკეთდეს გარკვეული შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ სად, კომუნიკაციის რომელი ფორმა რამდენად შეიძლება პროვოცირებას ახდენდეს ძალადობისა, ესეც ანგარიშგასაწევია, ეს არ ამართლებს ძალადობას,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ძალადობას ემიჯნება, თუმცა თვლის, რომ პროვოცირებაზე ღიად უნდა ისაუბრონ.
კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმა ძალადობის. მეორე, მნიშვნელოვანია ითრქვას, რომ არასწორია ხელისუფლებისგან მმართველობას რაც შეეხება, ეს მტკნარი სიცრუეა, ვერ გავიზიარებ. ამას ბუნებრივია, რომ ამას ცალკეული პოლიტიკოსები თავს უფლებას არ უნდა აძლევდნენ, რომ ასეთი დაუსაბუთებელი განცხადბები და ბრალდებები წარმოაყენონ ხელისუფლების წინააღმდეგ. შეიძლება ადმაიანებს, რომლებიც ასეთ აქტებში მონაწილეობდნენ შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური პრეფერენციები ან პოლიტიკკური სიმპატიები, ეს არ ნიშნავს, რომ ან ხელისუფლებისგან ან ოპოზიციისგან მართულია, ამიტომ, ასეთი განცხადებები მიუღებელია, - ამბობს საჯრველაძე.