პირველების ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო 19:00 საათზე ჩაინიშნა

06.07.23 16:18
პირველების ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო 19:00 საათზე ჩაინიშნა

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისება - გიორგი ბაჩიაშვილის წინასასამართლო სხდომა დღეს, 19:00 საათზე ჩაინიშნა. 

პროცესზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, დიდი ოდენებით კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ივანიშვილის ქონებას წლების განმავლობაში განკარგავდა, ინვესტორების თანხმობით ფული ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები