ორგანიზებული თავდასხმა საგარეჯოში - ძალადობაში საჯარო მოხელეები ფიგურირებენ
ორგანიზებული თავდასხმა საგარეჯოში - ძალადობაში საჯარო მოხელეები ფიგურირებენ. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ავრცელებს.
საგარეოჯოში, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამომრჩეველს ხვდებოდნენ, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ჯგუფი მივიდა, რომლებმაც შეკრებილებს ქვები დაუშინეს, იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.
თავდასხმაში მონაწილეთა შორის არიან საგარეჯოს საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლებიც:
- საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ლექსო იოსელიანი, რომელიც ქვების სროლის ორგანიზატორი იყო.
- ვანო ბეჟიაშვილი - საგარეჯოს საკრებულოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
- ვეფხია უსტიაშვილი - საგარეჯოს საკრებულოს სპორტისა და ასხალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე.
- ირაკლი რუაძე - საგარეჯოს საკრებულოს წევრი