ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკი ჩემს ბედს გაიზიარებს. არის რამე კითხვა რატომ მკლავენ!? - სააკაშვილი
"ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მომავალში ჩემს ბედს გაიზიარებს. არის რამე კითხვა რატომ მკლავენ!?" - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები ადასტურებს, რომ სწორედ პუტინის ინტერესში შედის მასზე ანგარიშსწორება და საბოლოო გეგმა, მისი მოკვლაა.
ზახაროვამ არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მომავალში ჩემს ბედს გაიზიარებს. მედვედევი და ლავროვი ერთი და იგივეზე საუბრობენ. არის რამე კითხვა რატომ მკლავენ!? - წერს სააკაშვილი.