ექსკლუზივი: ბაჩიაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი

06.07.23 17:07
ექსკლუზივი: ბაჩიაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი

საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს  გიორგი ბაჩიაშვილის ბრალეულობას - ამის შეხახებ "პირველებს" თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა. 

ირკვევა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას არ ეთანხმება. 

ამასთან, "პირველებს" წყარო უყვება, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პროკურატურა პატიმრობას არ მოითხოვს. ამ ინფორმაციაზე საპასუხოდ უფლებადამცველმა თქვა, რომ მისთვის ბრალდების მხარის მოთხოვნა უცნობია. 

ლევან მახარაშვილისთვის აღკვეთის შუამდგომლობა არ გაუცვნიათ. 

ჩვენ არ ვეთანხმებით ბრალეულობას. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჩვანი პოზიცია იქნება ცალსახა - აღკვეთის ღონისძიების გარეშე მისი დატოვების მოთხოვნა... დღეს, როდესაც გადმოგვეცა მასალები, დავრწმუნდით, რომ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, ცხადია ბრალდებს უდანაშაულო პირისთვის მოულოდნელი იქნებოდა"- უთხრა "პირველებს" ადვოკატმა. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის პროცესი, დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 19:00 საათზე ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები