ვინ უკავშირებს მოწამვლას თეთრუაშვილს - გამომძიებელი თუ ჭორიკნები? - მამა ანდრია ჯაღმაიძე

06.07.23 17:10
ვინ უკავშირებს მოწამვლას თეთრუაშვილს - გამომძიებელი თუ ჭორიკნები? - მამა ანდრია ჯაღმაიძე

ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს მეუფე შიოს მოწამვლა - მამა ანდრია ჯაღმაიძე ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებს. სად მოწამლეს მეუფე შიო - იყო თუ არა ეს სამების ტაძარში - მამა ანდრია არ აკონკრეტებს სავარაუდო ლოკაციას.

დგას თუ არა მეუფის მოწამვლის უკან შორენა თეთრუაშვილი - მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფეს და შორენა თეთრუაშვილს დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონიათ.

არავითარი დაძაბული ურთიერთობა, რა შუაშია... იმათ ჰკითხეთ, ვინც უკავშირებს - ვინ უკავშირებს - გამომძიებელი თუ ჭორიკნები," - ამბობს ჯაღმაიძე.

დემონიზება, მარგინალიზაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძე თეორიულად არ გამორიცხავს, რომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის უკან ეს მიზეზები იდგეს.

როდესაც მიმაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანის დემონიზება, როდესაც მიმდინარეობს მარგინალიზაცია და დემორალიზაციის მცდელობა არის, ეს ყოველთვის არის წინმსწრები, ვიდრე მასზე რაიმე განხორციელდება ფიზიკური ზემოქმედება. ამიტომ, შესაძლოა, არ დავუკავშიროთ ერთმანეთს ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ, ამას თუმცა, თეორიოულად ეს შესაძლებელია,“ - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

ირკვევა, რომ მეუფე შიოს ანალიზები საპატრიარქოს კლინიკაში არ აუღეს. კლინიკის დირექტორს მოწამვლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. 

მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფის ანალიზებს კვლევა ახლა საზღვარგარეთ უტარდება.
 

მსგავსი სიახლეები