ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები - მამა ანდრია ჯაღმაიძე
ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები, - ინფორმაციას მამა ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ამბობს, რომ ის ნივთიერებები, რაც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, მოწამვლისთვისაც გამოიყენება. ამ ეტაპზე, მამა ანდრია ჯაღმაიძე მტკიცებით ფორმაში ვერ ამბობს, მოწამლეს თუ არა მეუფე შიო.
ამ დრომდე საპატრიარქოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით საგამოძიებო უწყებებისთვის არ მიუმართავს.
ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ. ამის გარეშე ამის მტკიცების უფლება არ მაქვს. საქმე ეხება ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები. ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება... დროდადრო საჭიროა კვლავ ანალიზები გადამოწმდეს და საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი ძიება განახორციელონ, რომ თუ არის რაიმე შანსი, ხდებოდეს გარედან ჩარევა, ამისი პრევენცია, აღმოფხვრა და აღმოჩენა მოხდეს. მეუფე კლინიკაში არც ყოფილა, თავს კარგად გრძნობს, მუშაობს, უბრალოდ იყო პერიოდი, როცა განსაკუთრებით სისუსტეს გრძნობდა. გამორიცხული არ არის [მოწამვლას ჰქონდეს ადგილი] იმიტომ, რომ ნივთიერება, რომელიც მის სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები რომ მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.