რუსული ოცნება პენსიონერებს და ახალგაზრდებს ქვებით დაუპირისპირდა - ლევან ხაბეიშვილი
საგარეჯოს საკრებულო და საგარეჯოს მერია - ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ მოწყობილ თავდასხმასს ორგანიზებას საგარეჯოს საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე უწევდა.
ენმ-ს თავმჯომარის თქმით, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფი მოქალაქეებს და მათ შორის, პენსიონერებს ვეებერთელა ქვებს ესროდა.
ეს არის ნივთი, რითაც უპირისპირდება პარტია ქართველ ხალხს. მათ არ ადარდებთ არც პენსიონერები, არც ქალბატონები, არც ახალგაზრდები. აი, ამ ქვებით, რომელსაც პირდაპირი ეთერში ხედავთ საგარეჯოდან არის წარმოღებული, რუსული ოცნების მიერ ნასროლი და ამ ქვებს ესროდნენ პენსიონერებს. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული ტიტუშკები. საგარეჯოს საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი იყო დღეს პრგანიზატორი ამ ქვების სროლის. ვანო ბეჟიაშვილი - საგარეჯოს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, სუსის „ნასედკა“ N3 - ვეფხია უსტიაშვილი, საგარეჯოს საკრეულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმდჯომარე. ბოლო ჟამი დადგა და ეს ისტერიკა დაიმართეს მას შემდეგ, რაც თავად მთავარმა ანტიპუნისტმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საგარეჯოში ჩასულ ენმ-ს წევრებს თავს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ და ქვები ესროლეს. ძალადობრივი ქმედებებიდან უკვე რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა ფაქტების და მტკიცებულებების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო არც არავის აკავებს და არც გამძიებას იწყებს.