არახალია, "ოცნების" მთელი წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივი იქნება -დეკანოიძე

06.07.23 17:36
არახალია, "ოცნების" მთელი წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივი იქნება -დეკანოიძე

ოპოზიცონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საგარეჯოში დღეს მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და ამბობს, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ძალადობები ახალი არ არის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მთელი წინასაარჩევნო კამპანია ხელისუფლების მხრიდან სწორედ ასეთი ძალადობრივი იქნება. 

ეს არის პირდაპირი კავშირი „ქართულ ოცნებასთან“ და ჩვენ ვხედავთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ძალოვანი უწყებები, ვთქვათ, პარტიული აპარატი, როგორ არის გადახლართული და როგორ ამზადებენ ამ შეტევებს, ამიტომ აქ ახალი არაფერია. მთელი წინასაარჩევნო კამპანია „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ასეთი ძალადობრივი და ეს ღიად დააანონდა ზუსტად ირაკლი ღარიბაშვილმა, - თქვა დეკანოიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საგარეჯოში ჩასულ ენმ-ს წევრებს თავს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ და ქვები ესროლეს. ძალადობრივი ქმედებებიდან უკვე რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა ფაქტების და მტკიცებულებების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო არც არავის აკავებს და არც გამძიებას იწყებს. 

მსგავსი სიახლეები