თავდასხმა საგარეჯოში - შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

06.07.23 18:29
თავდასხმა საგარეჯოში - შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში მომხდარ ძალადობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საგარეჯოში ჩასულ ენმ-ს წევრებს თავს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ და ქვები ესროლეს. ძალადობრივი ქმედებებიდან უკვე რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა ფაქტების და მტკიცებულებების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო არც არავის აკავებს და არც გამძიებას იწყებს.