კონტრშეტევა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ ამის უფრო სწრაფად გაკეთება გვსურს - ზელენსკი
"კონტრშეტევა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ ამის უფრო სწრაფად გაკეთება გვსურს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ABC-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალმა კონტრშეტევამ კიევს საშუალება მისცა ოკუპანტებთან ბრძოლაში „ინიციატივა” აეღო. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ამის უფრო სწრაფად გაკეთება გვსურს“.
ყველას გვაქვს სურვილი, რომ კონტრშეტევა დროის უფრო მოკლე პერიოდში დასრულდეს, მაგრამ ასეთია რეალობა… ინიციატივა დღეს ჩვენს მხარესაა. წინ მივიწევთ, თუნდაც ისე სწრაფად არა, მაგრამ წინ მივიწევთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.