ნუ ავყვებით ჭორებს და ზღაპრებს - მეუფე გრიგოლი
"არ ავყვეთ არავითარ ჭორებს", - ასე ეხმაურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმეს.
მისი თქმით, ანონიმური წყაროდან გავრცელებული ინფორმაცია ზღაპარია.
ჩვენ არ გვირეკავს არავინ, არ გვახსენებს მისი მდგომარეობა როგორ არის. ყველა ადამიანს ყოველთვის ექმნება პრობლემები. რაც ტელევიზიებიდან გვესმის, რაღაც უცნაური ამბავია, ვარაუდების დონეზე რომ ვისაუბროთ, ჭორაობა გამოდის. რაც არ ვიცი იმაზე შეფასებები როგორ უნდა გავაკეთო?! ნუ ავყვებით ჭორებს და ზღაპრებს ძალიან გთხოვთ! ყოველი ასეთი დაუსაბუთებელი, ანონიმური წყაროდან გაგებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ზღაპარია და ჭორის სახეს იღებს. ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მეუფე შიოს ჯანმრთელობას ვუსურვებთ და ყველა ადამიანს, სასულიერო პირს, სინოდის წევრებს, კათოლიკოს პატრიარქს. თუ ვინმეს ბოროტი აზრი აქვს გონებაში, პირველ რიგში, თავის თავს აყენებს ზიანს და არა სხვას. მეტი შინაგანი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ ავყვეთ არავითარ ჭორებს”, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.