ქვის სროლა, ქვის ხანა არ დამთავრდა ქართულ პოლიტიკაში - ხიდაშელი

06.07.23 19:09
ქვის სროლა, ქვის ხანა არ დამთავრდა ქართულ პოლიტიკაში - ხიდაშელი

სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ მოვლენების უკან დგას ხელისუფლება, - ასე აფასებს თინა ხიდაშელი საგარეჯოში ორგანიზებულ თავდასხმას "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე.

თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ოპონენტების დევნის უკან ხელისუფლება დგას.

ამაში შეუძლებელია ეჭვის შეტანა. იმიტომ, რომ როდესაც ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე რეგიონალურ ცენტრში, დედაქალქში მსგავსი მოვლენებიხდება და ხელისუფლება არაფერს მიმართავს მსგავსი შეკრებების დროს დაცვის და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად, ეს ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლების ინტერესშია და ხელისუფლება აქეზებს ამ ჯგუფებს და ამ მოვლენებს. ქარტულმა ოცნებამ გადაახვია, მას როგორ უსწორდებოდნენ და ახლა იგივეს იმეორებს, ნაციონალური მოძრაობის საუკეთესო მაგალითებს იმეორებს... ქვის სროლა, ქვის ხანა არ დამთავრდა ქართულ პოლიტიკაში. მე ერთადერტი იმის იმედი მაქვს, რომ შემდეგ რომ მოვლენ ხელისუფლებაში, იმ პოლიტიკური ძალის შეიარაღებაში აღარ იქნება ქვები,“ - ამბობს ხიდაშელი.
 

მსგავსი სიახლეები