საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლოში სხდომას ესწრება

06.07.23 19:16
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლოში სხდომას ესწრება

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი საქალაქო სასამართლოშია. ბაჩიაშვილი მის სასამართლო პროცესს ესწრება.

ბაჩიაშვილმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. "პირველებს" წყარო უყვება, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პროკურატურა პატიმრობას არ მოითხოვს. ამ ინფორმაციაზე საპასუხოდ უფლებადამცველმა თქვა, რომ მისთვის ბრალდების მხარის მოთხოვნა უცნობია. 

ირკვევა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას არ ეთანხმება.  

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, დიდი ოდენებით კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ივანიშვილის ქონებას წლების განმავლობაში განკარგავდა, ინვესტორების თანხმობით ფული ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები