ლვოვზე რუსეთის თავდასხმა ომის დანაშაულია - პიტერ სტანო

06.07.23 19:23
ლვოვზე რუსეთის თავდასხმა ომის დანაშაულია - პიტერ სტანო

ლვოვზე თავდასხმას ევროკომისიის სპიკერმა ომის დანაშაულად შეაფასა. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ ამის გამო რუსეთი პასუხს აგებს.

ლვოვზე რუსეთის თავდასხმა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ პუტინი განზრახ უმიზნებს უკრაინელ ხალხს. მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე განზრახ დამიზნება ომის დანაშაულია. რუსეთი პასუხს აგებს“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.

მსგავსი სიახლეები