თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას უთვალთვალებენ
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას უთვალთვალებენ. ბაჩიაშვილის თქმით, მას სამი კვირაა, რაც მანქანებით უთვალთვალებენ.
გიორგი ბაჩიაშვილმა ეს განცხადება საქალაქო სასამართლოში გააკეთა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მისი უფლებების დარღვევაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქმეზე გამომძიებლებმა მისი უფლებების განმარტების გარეშე დაკითხეს. ბაჩიაშვილის თქმით, მისი დაკითხვა ადვოკატის გარეშე მოხდა.
მინდა განვაცხადო, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჩემს მანქანას სამართალდამცველების მანქანები დაჰყვებიან. დამდევენ მანქანები. 6-7 მანქანა. ყოველ დღე იცვლებიან. 2-2, 3-3 დადიან, მუდმივად. არ ვიცი ეს რამდენად კანონიერია. მითვალთვალებენ. ჩაბურული მინებით არიან. ამის დაფიქსირება მინდა”, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, დიდი ოდენებით კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ივანიშვილის ქონებას წლების განმავლობაში განკარგავდა, ინვესტორების თანხმობით ფული ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება.