არ ვარ დამნაშავე, დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია - ბაჩიაშვილი

06.07.23 20:23
არ ვარ დამნაშავე, დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია - ბაჩიაშვილი

არ ვარ დამნაშავე, დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია - ამ სიტყვებით მიმართა ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლეს.

ბაჩიაშვილის თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

არ ვარ დამნაშავე. არც არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია და შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში. გარდა იმისა, რომ ერთი პიროვნება მედავება, რომ რაღაც ყოფილა, საქმეში მტკიცებულებები არ არის. რაც შეეხება კრიპტოვალუტას - ეს არის ნორმალური ბიზნესი, რითაც ბოლო 10 წელზე მეტია დაკავებული ვარ. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ეს იყოს აღქმული დანაშაულად?!" - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

 

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ივანიშვილის ქონებას წლების განმავლობაში განკარგავდა, ინვესტორების თანხმობით ფული ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები