საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი თბილისში გამთენიისას ჩამოვა

06.07.23 21:00
საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი თბილისში გამთენიისას ჩამოვა

საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი თბილისში გამთენიისას ჩამოვა. ზაქარეიშვილი თბილისში, დილის სამ საათზე იქნება - ის ქვეყანაში ვარშავა-თბილისის რეისით დაბრუნდება.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა. გიორგი ზაქარაშვილს ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი ჰქონდა.

უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნით, ელჩი საქრათველოში სააკაშვილის საქმის გასარკვევად უნდა ჩამოვიდეს.

ამ დროისთვის, უცნობია, მივა თუ არა უკრაინიდან გამოძევებული ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვალ, რადგან უწყებაში დამატებით ინფორმაციას ამ დროისთვის არ ავრცელებენ.

მსგავსი სიახლეები