რატომ გამოაძევეს უკრაინიდან საქართველოს ელჩი - პოდოლიაკი კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობს
„მე არ დავარქმევდი ამ პროცესს დიპლომატიურ სკანდალს, ეს არ არის დიდად დიპლომატიური სვლა, ეს არის რეალობის შეფასება,“ - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიკამა “რეაქციაში“ გააკეთა.
პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს დ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრორუსულია.
პოდოლიაკმა ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც, უკრაინამ საქართველოს ელჩი ქვეყნიდან გამოაძევა.
რაც შეეხება, პრეტენზიებს, რომელიც გააჩნია უკრაინას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის სააკაშვილის ბედი. შესაძლოა, სააკაშვილის პოლიტიკურ მმართველობას სხვადასხვანაირად აფასებდე, ვიღაც მომხრე იყოს, ვირაც მოწინააღმდეგე, მაგრამ ის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ვფიქრობ, რომ მას ამცირებენ ახლა. მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე. უდაოა, რომ ეს არის საქართველოს უარი, რომელმაც უარი თქვა, შეერთებოდა ევროკავშირის საერთო სანქციებს. მესამე მიზეზი არის დემონსტრაციული, დემოკრატიის დამამცირებელი ნაბიჯი, რომელიც გამოიხატა რუსეთის ფედერაციასთან ავიაციის აღდგენით... შემდეგი, ეს არის განცხადებები და პოზიციები, რომელსაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები აკეთებენ უკრაინასთან მიმართებაშა. ამ ყველაფერმა კომპლექსურად მიგვიყვანა იმ ნაბიჯამდე, რომ აღარ შეგვეძლო არშემჩნევა, რომ აღარ გაგვაჩნია პრობლემები ხედვებში საქართველოს ხელისუფლებასთან,“ - ამბობს პოდოლიაკი.