გაათავისუფლოს სააკაშვილი ან გადმოსცეს უკრაინას - პოდოლიაკი მთავრობას
გაათავისუფლოს სააკაშვილი ან გადმოსცეს უკრაინას - ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აკეთებს.
პოდოლიაკი საქართველოს მთავრობას მიმართავს და სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს. პოდოლიაკის თქმით, თუ ხელისუფლებას არ სურს უკრაინული მხარისთვის სააკაშვილის გადაცემა, მაშინ სჯობს, ის ევროპის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ გაუშვას.
სააკაშვილის ციხეში ყოფნა, როგორ აისახება საქართველოს რეპუტაციაზე... გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირველი, შეცვალოს მისი შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკრაინასთან მიმართებაში. მეორე, მიიღოს აქტიური მონაწილეობა რუსული ექსპანსიის შესწავლაში და მიხვდეს, რა არის ამ ომის რეალური მიზეზი. მესამე, შეაფასოს ჰუმანიტარული საკითხები მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, გაათავისუფლოს სააკაშვილი ან გადმოსცეს უკრაინას. არ უნდათ გამოშვან უკრაინაში? - კარგი, გაუშვით მესამე ქვეყანაში, ოღონდ ჰუმანიტარული, ევროპული მოტივებით. მეოთხე, თქვით უარი რუსეთის დახმარებაზე, არ გინდათ საუბარი, ნუ ილაპარაკეთ, მაგრამ მოქმედებებით გვაჩვენეთ, რომ მხარს უჭერთ საერთაშორისაო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ,“ - ამბობს პოდოლიაკი.