რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს მეუფე შიოს მოკვლა, რომ მერე მის მაგივრად პატრიარქი გახდეს? - მეუფე ნიკოლოზი

06.07.23 21:41
რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს მეუფე შიოს მოკვლა, რომ მერე მის მაგივრად პატრიარქი გახდეს? - მეუფე ნიკოლოზი

„ვის შეიძლება მოუნდეს მეუფე შიოს მოკვლა? თუ ვინმეს მისი მოკვლა უნდა - რატომ უნდა უნდოდეს, რომ მერე მის მაგივრად პატრიარქი გახდეს? ასე გახდება პატრიარქი, რომ ვიღაცას მოკლავს?“ - ეს განცხადება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გადაცემა „რეაქციასთან“ სატელეფონო ინტერვიუში გააკეთა.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მოწამლულია თუ არა მეუფე შიო, ამაზე მხოლოდ ვარაუდები არსებობს და სინოდის წევრებს ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

არავინ არ იცის მოწამლეს თუ არა, შეიძლება მოწამლეს, შეიძლება არა. გუშინ ვცადე მეუფე შიოსთან დაკავშირება და მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, მეუფე შიოს ვერ დავუკავშირდი, მეც რა თქმა უნდა, ვერავინ დამიკავშირდება, იმიტომ, რომ არ გაჩერებულა ჩემი ტელეფონი - ყველა ზარს ვპასუხობ. მე ნადმვილად, ყველაფერი, რაც ვიცი, ვიცი, მხოლოდ ტელევიზიებიდან და ვიცი მხოლოდ ვარაუდები,“ - ამბობს ფაჩუაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები