მამალაძის ისტორიის ჯაჭვის გაგრძელებაა - თეოლოგი ლევან ტატურაშვილი
„ეს არის კიდევ ერთი მძაფრი და მკაფიო დასტური, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს ეკლესია,“ - ეს განცხადება თეოლოგმა ლევან ტატურაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.
თეოლოგი არ ეთანხმება იმ განცხადებას, თითქოს, მეუფე შიოს მოწამვლის საკითხი მისი რეპუტაციის ამაღლებისთვის გამოიყენონ.
თეოლოგის თქმით, საპატრიარქოში პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ისევ გრძელდება.
ყველა ჯგუფს თავისი კანდიდატი ჰყავს, რომელიც მოიაზრება, რომ შემდეგი პატრიარქი იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია მამალაძის ისტორიის ჯაჭვის გაგრძელებაა და არც გამოვრიცხავ, მე მაგალითად, რომ ახლა საქმე ისევ წავიდეს, რომელიმე მღვდელმთავართან დაახლოებული მღვდელი დააპატიმრონ და რომელიმე ძლიერი საპატრიარქო კანდიდატი გაანეიტრალონ. კაცმა არ იცის, რატომ დაიგეგმა მზაკვრული ქმედება,“ - ამბობს ტატურაშვილი.