საპატრიარქო არის კრიმინალური ბუნების მქონე ინსტიტუცია, არცერთი სიტყვა სანდო არ არის - ლადო ნარსია

06.07.23 21:57
საპატრიარქო არის კრიმინალური ბუნების მქონე ინსტიტუცია, არცერთი სიტყვა სანდო არ არის - ლადო ნარსია

„საპატრიარქოს არცერთი სიტყვა სანდო არ არის, არ გვეუბნებიან არაფერს იმის შესახებ, თუ რა არის რეალობა და რა მოხდა,“ - ეს განცხადება თეოლოგმა ლადო ნარსიამ გააკეთა.

ლადო ნარსიამ „რეაქციაში“ საუბრის დროს აღნიშნა, რომ ის საპატრიარქოს განცხადებებს არ ენდობა. თეოლოგის შეფასებით, საპატრიარქო და ხელისუფლება მსგავსი წესებით მოქმედებს - ორივე მხარეს გასაიდუმლოებული ჰქონდა ინფორმაცია მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით.

საპატრიარქო არის კრიმინალური ბუნების მქონე ინსტიტუცია, სადაც მხოლოდ ერთი წესი არსებობს - ადრე ამ წესს ერქვა პატრიარქის ნება და როგორც ის გადაწყვეტდა, საპატრიარქო მოქმედებდა ამ ნების მიხედვით. ახლა არავინ იცის, როგორ ხდება ამ ნების ჩანაცვლება ნებებით თუ ვნებებით,“ - ამბობს ნარსია.
 

მსგავსი სიახლეები