რაც სააკაშვილის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ის ერთვება ქართულ პოლიტიკაში, დაიწყო ეს ამბები - ბოტკოველი ძალადობაზე

06.07.23 22:10
რაც სააკაშვილის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ის ერთვება ქართულ პოლიტიკაში, დაიწყო ეს ამბები - ბოტკოველი ძალადობაზე

„ქვა ესროლეს განა ბოტკოველს, ან ხაბეიშვილს ან რომელიმე პენსიონერს, ქვა ესროლეს საკუთარი ქვეყნის მომავალს,“ - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი საგარეჯოში მომხდარ ორგანიზებულ ძალადობას.

ბოტკოველის თქმით, ძალადობის წამხალისებელი თავად ხელისუფლება და სახელისუფლებო გუნდის ლიდერები არიან.

ბოტკოველი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობრივი ქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. 

კობახიძისგან მოდის იგივე მითითებები, ღარიბაშვილიუსფგან მოდის იგივე მითითებელი, წამქეზებელი კრიმინალები არიან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ ქვეყანას არ ჰქონდეს ევროპული, უკეთესი მომავალი, სწორდ ამიტომ იყენებენ ამ მეთოდებს. შეშინებული ხელისუფლება თუ მოიქცევა ასე, როგორც დღეს ისინი იქცეოდნენ. ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და მათი ძალაუფლება მიმართულია და მიბმულია პირად სარგებელზე, რომლითაც ეს ადამიანები მდიდრდებიან. განა ის დაქირავებული, სუსის მიერ დაქირავებული ტიტუშკები მდიდრდებიან, იმათ ისევ 500-600 ლარი აქვთ ხელფასი, მათი გამოყენებით მდიდრდებიან მათ ზემოთ მყოფი მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,“ - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
 

მსგავსი სიახლეები