რადიკალური, ლიბერალური ფრთა ყველა მომაკვდინებელ ცოდვას აბრალებს ეკლესიას - ქადაგიშვილი

07.07.23 11:18
რადიკალური, ლიბერალური ფრთა ყველა მომაკვდინებელ ცოდვას აბრალებს ეკლესიას - ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ ეკლესიაზე თავდასხმების სერიას და ზეწოლას რადიკალური, ლიბერალური ფრთა ახორციელებს. მისი თქმით, ამის მიზანი ეკელესიის დისკრედიტაცია და ეროვნული იდენტობის შელახვაა. 

ეკლესიაზე, ზოგადად, არის ძალიან დიდი ზეწოლა, თავდასხმების მთელი სერია. მიზანი ამის არის ერთადერთი, რომ მოხდეს ეკლესიის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ გარკვეული ძალებისთვის ქართული ეკლესია ეს არის ეროვნული იდენტობის და ტრადიციების მატარებელი, ამიტომ ყველაფერი კეთდება, რომ მას ავტორიტეტი მაქსიმალურად შეულახოს. ვინ რა განცხადებებს აკეთებს, ეს არის, ძირითადად, რადიკალური, ლიბერალური ფრთა, რომელიც ყველა მომაკვდინებელ ცოდვას აბრალებს ეკლესიას, - ამბობს ქადაგიშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები