საქართველოს დამოკიდებულება უკრაინის მიმართ ყველანაირი კონტექსტიდან არის ამოვარდნილი - არმაზ ახვლედიანი
პარლამენტის წევრის, არმაზ ახვლედინის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინისადმი ყველანაირი კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. მისი თქმით, "ქართული ოცნების" განცხადებები და ქმედებები ომში მყოფი ქვეყნის მიმართ სამარცხვინოა.
საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება უკრაინის პროცესების მიმართ არის ამოვარდნილი ყველანაირი კონტექსტიდან, ამოვარდნილი დასავლეთის ერთიანი მიდგომებიდან, ამოვარდნილი ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან და პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან სამარცხვინოა, ამიტომაც სულ არ მიკვირს არც პრეზიდენტ ზელენსკის და არც სხვა ლიდერების უკრაინისა ასეთი განცხადებები, - არმაზ ახვლედიანი.