ქვებით დავდასხმა ოპოზიციაზე - ძალადობაში მონაწილე საჯარო მოხელეები ისევ თავისუფლები არიან

07.07.23 12:10
 ქვებით დავდასხმა ოპოზიციაზე - ძალადობაში მონაწილე საჯარო მოხელეები ისევ თავისუფლები არიან

ჯგუფური ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება და არცერთი დასჯილი მოძალადე - ქვებით შეიარაღებული საჯარო მოხელეები ისევ თავისუფლები არიან. საგარეჯოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და პენსიონერებზე მომხდარი ძალადობის ფაქტიდან უკვე 21 საათი გავიდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია ისიც, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე რომელიმე საჯარო მოხელე.  

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლება მოძალადეებს დასჯის ნაცვლად წაახალისებს და პრემიებს გადასცემს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ქვას ვინც ესვრის საქართველოს მომავალში, თუ დასჭირდება, ტყვიასაც ესვრის".

არათუ არ დასჯის ხელისუფლება, ხელისუფლება წაახალისებს და ვინც მუშაობს თვითმმართველობის მიმართულებით ვთხოვ მონიტორინგს პრემიებს გამოუწერენ ამ ქვასროლია, შუშისნამსხვრევებსროლია, კვერცხებსროლია ადამიანებს. ქვას, ვინც ესვრის საქართველოს მომავალში თუ დასჭირდება ტყვიასაც ესვრის, - თქვა პაატა მანჯგალაძემ.

ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან. 

ჩვენი მხრიდან ვგულისხმობ ხელისუფლებას არამხოლოდ დაგმობის საგანი არის უნდა იყო არამედ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, რომ მოხდეს დასჯა ადამიანების ვინც ძალადობას სჩადის. ხდება გარკვეულად ძალადობის კულტივაცია სხვადასხვა მეთოდებით, რომელიც საბოლოოდ თავს იჩენს ხოლმე ჭარბ ემოციებში, ემოციები შემდეგ გადადის შეხლა-შემოხლაში და ძალადობაში, რა მომენტშიც წითელი ხაზი იკვეთება და არის ძალადობა იქ რა თქმა უნდა ერევა კანონმდებლობა, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ცნობილია, რომ საგარეჯოში მომხდარ ძალადობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ საგარეჯოში ცასულ ენმ-ს წევრებს, რომლებიც იქ ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები, შუშები და კვერცხები დაუშინეს. ენმ-მ ყველა მოძალადე პირის იენტიფიცირება შეძლო. ირკვევა, რომ ისინი საგარეჯოს მერიის თანამშრომლები არიან. 

მსგავსი სიახლეები