იღებს თუ არა პასუხისმგებლობას სუსი ბოლოდროინდელ თავდასხმებზე - ლილუაშვილის მოადგილე კითხვას არ პასუხობს

07.07.23 11:40
იღებს თუ არა პასუხისმგებლობას სუსი ბოლოდროინდელ თავდასხმებზე - ლილუაშვილის მოადგილე კითხვას არ პასუხობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ უარყოფს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდახხმის ორგანიზატორი გიორგი მუმლაძე სუსის გამომძიებელია. ლილუაშვილის მოადგილე პარლამენტში მედიის კითხვებს გაურბის. ალექსი ბატიაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ თუ ვინმეს მშვილდაძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია აქვს, სჯობს, საგამოძიებო უწყებებს მიაწოდოს.

ეს არის არასერიზული ბრალდება. ძალიან ხშირად არის, რომ რაც კი ცუდი ხდება ამ ქვეყანაზე, ყველაფერი ბრალდება უსაფრთხოების სამსახურს. შესაბამისად, თუ რამე ფაქტი გაქვთ, რომელიც მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად, შეგიძლიათ მიაწოდოთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, - ამბობს ბატიაშვილი.

იღებს თუ არა უსაფრთხოების სამსახური პასუხისმგებლობას ბოლო პერიოდის თავდასხმებზე - კითხვა სუსის მაღალჩინოსანმა უპასუხოდ დატოვა.  

ამ წუთებში პარლამენტში სუსის ყოველწლიური ანგარიში განიხილება.

მსგავსი სიახლეები