ჩვენი უსაფრთხოების სამსახური იდეალურად არის აწყობილი - პაპუაშვილი

07.07.23 11:55
ჩვენი უსაფრთხოების სამსახური იდეალურად არის აწყობილი - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ უსაფრთხოების სამსახური თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა ციხეშია, ქუჩაში კი ადამიანები უსაფრთხოდ გადაადგილებიან, სწორედ სუსის დამსახურებაა. 

ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო, მათ შორის, ის, რომ აქ შემოპარებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში მიაბრძანეს, ერთი. ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ის, რომ მიუხედავად აი, ამ მდგომარეობისა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს რეგიონში, ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობა არ გაუარესებულა. ჩვენ ვხედავთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან ჩვენს ქვეყანაში, ურკაინის მოქალაქეები არიან, ერთი ინციდენტიც კი არ ყოფილა, რომელიც ამ ნიადაგზე იქნებოდა, რომ იქ ყოფილიყო უსაფრთხოების მხრივ რაიმე ინციდენტი. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები აწყობილია იდეალურად. სტატისტიკა უნდა დავუთვალოთ, რამდენი შპიონი გამოავლინეს... ასე არ მუშაობს უსაფრთხოების სამსახური, უსაფრთხოების ასმახური მუშაობს ისე, რომ გადიხართ გარეთ და არის უსაფრთხო გარემო, - ამბობს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები