ქადაგიშვილის მტკიცებით, ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა გამართულად მუშაობს

07.07.23 12:02
ქადაგიშვილის მტკიცებით, ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა გამართულად მუშაობს

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანაში სტაბულობა და უსაფრთხოება დაცულია, რაც სუსის დამსახურებაა. სახელისუფლებო გუნდის წევრის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა ისიც, რომ სანქციების გვერდის ავლა არ ხდება. 

შეიძლება ოპოზიციას ჰქონდეს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, მაგრამ მეორე არის ის, რომ ფაქტია, რომ ქვეყანაში არის სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემა გამართულად მუშაობს. მათ შორის, იგივე სანქციების არარიდების კუთხით ძალიან დიდი უშიშროების სამსახურის შესაბამისი უწყებების მუშაობა, რასაც შესაბამისი შეფასება მიეცა, მათ შორის, ყველა იმ კომპეტენტური ორგანოს მხრიდან, რომელიც ამ მონიტორინგს აწარმოებს ევროკავშირში, ამერიკაში და ბრიტანეთში, - თქვა ქადაგიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები