რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

07.07.23 12:06
რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის ალექსი ბატიაშვილისგან გახდა ცნობილი. როგორც ბატიაშვილი ამბობს, დაკავებულ პირთა ვინაობა შესაბამის სამსახურებს უკვე დადგენილი აქვთ.

"აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება, ველოდებით განვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ეს ადამიანები ოჯახებს", - განაცხადა ბატიაშვილმა პარლამენტში.

მსგავსი სიახლეები