შეიძლება ვიღაც იყო, რომელსაც რაღაც კავშირი აქვს (ხელისუფლებასთან) - პაპუაშვილი საგარეჯოზე

07.07.23 12:30
შეიძლება ვიღაც იყო, რომელსაც რაღაც კავშირი აქვს (ხელისუფლებასთან) - პაპუაშვილი საგარეჯოზე

ორგანიზებული ძალადობა საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მოძალადე ჯგუფის წევრებს შორის იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც ხელისუფლებასთან კავშირი აქვს.

შეიძლება ვიღაც იყო ადამიანი, რომელსაც რაღაც კავშირი აქვს (ხელისუფლებასთან), მაგრამ დაორგანიზებული როგორ შეიძლება ყოფილიყო", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

საგარეჯოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და პენსიონერებზე მომხდარი ძალადობის ფაქტიდან უკვე 21 საათი გავიდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია ისიც, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე რომელიმე საჯარო მოხელე. ცნობილია, რომ საგარეჯოში მომხდარ ძალადობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.  

გუშინ, საგარეჯოში ჩასულ ენმ-ს წევრებს, რომლებიც იქ ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები, შუშები და კვერცხები დაუშინეს. ენმ-მ ყველა მოძალადე პირის იენტიფიცირება შეძლო. ირკვევა, რომ ისინი საგარეჯოს მერიის თანამშრომლები არიან. 

მსგავსი სიახლეები