მიშა მშვილდაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

07.07.23 12:37
მიშა მშვილდაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

ორგანიზებული თავდასხმა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე - მიშა მშვილდაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

მიშა მშვილდაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე თქვა, რომ თავდასხმის დღესთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურს თავისივე კამერების ჩანაწერების ამოღებაც შეუძლია, რადგან სწორედ ასათიანის ქუჩაზე, სადაც საგამოძიებო სამსახურის შენობაა, გადაადგილდებოდნენ მანქანები, რომლებიც თავდასხმაში ფიგურირებენ.

ტესტი იქნება ძალიან მარტივი. აქ აყენია კამერები, თავისივე კამერაა და აქედან უნდა დაიწყონ კამერების ამოღება - დღესვე და ამ წამს. ეს იქნება პირველი ტესტი, რას მეტყვიან კამერების ამოღებაზე. ვერ ვიტყვით, რომ იჩქარეს ამ საქმეში ჩართვა, მაგრამ ახლა ჩართულები არიან და იმედი მაქვს, რომ არცერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ იქნება დაგვიანებული იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ამ უწყების პასუხისმგებლობა დგება. ვერაფრით გადააბრალებენ წინა გამოძიებას, რომ მათ რაღაცები ვერ გააკეთეს იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ხანია ამას ვიძახით. ველოდები ობიექტურ გამოძიებას"- თქვა მშვილდაძემ.

მსგავსი სიახლეები