აინტერესებდათ, როგორ მიმდინარეობდა პანდემიის დროს მომარაგება - გამოკითხულია რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი

07.07.23 13:09
აინტერესებდათ, როგორ მიმდინარეობდა პანდემიის დროს მომარაგება - გამოკითხულია რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი

გაფლანგული თანხა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და დაკავებული თანამშრომლები - გამოკითხვაზე იმყოფებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი. ლევან გოფოძემ გამომძიებლების კითხვებს გუშინ უპასუხა. 

როგორც „პირველებთან“ გოფოძე ამბობს, საგამოძიებო უწყების თანამშრომლების კითხვები პანდემიის დროს საავადმყოფოს მომარაგების საკითხებს ეხებოდა. გოფოძის თქმით, დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური დირექტორი ირაკლი გვაზავა, რომელიც ასევე იყო ლევან გოფოძის მოადგილე. გვაზავასთან ერთად დაკავებულია ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც 2020-21 წლებში დიდი თანხა მიითვისა და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები წარუდგინეს სამინისტროს.

როგორ მიმდინარეობდა პანდემიის დროს მომარაგება. შეიძლება ჰქონდათ ეჭვი გაფლანგვის, არ ვიცი. ეგ შეკითხვა ჩემთან არ არის, მე რაც მკითხეს, ამომწურავი პასუხი გავეცი,“ - ამბობს გოფოძე.

„პირველების“ კითხვებს არ პასუხობს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა თავართქილაძე. მან სატელეფონო ინტერვიუზე უარი განაცხადა.

შესაძლო კორუფცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში - პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა. 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა. 

 

მსგავსი სიახლეები