რუს ოკუპანტებს 6 მოქალაქიდან ერთი გაექცა - დეტალები უკანონო დაკავებაზე

07.07.23 12:57
რუს ოკუპანტებს 6 მოქალაქიდან ერთი გაექცა - დეტალები უკანონო დაკავებაზე

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება გრძელდება - "პირველების" ინფორმაციით, დღეს დილით ოკუპანტებმა მეჯვისხევიდან საქართველოს 6 მოქალაქიდან ხუთის მოტაცება შეძლეს, ერთმა კი გაქცევა მოახერხა.

სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ გატაცებული 6 პირიდან ერთმა გაქცევა მოახერხა. ხუთი დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

საბანაოდ წავიდნენ და დააკავეს ჩვენს ტერიტორიაზე, სრულად ჩვენი არ არის? რუსებს ყველგან შეუძლიათ გადაადგილება და ჩვენები ჩვენს ტერიტორიაზე რომ გადადგილდნენ, ამის სასუალებაქ არ არის," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის ალექსი ბატიაშვილისგან გახდა ცნობილი. როგორც ბატიაშვილი ამბობს, დაკავებულ პირთა ვინაობა შესაბამის სამსახურებს უკვე დადგენილი აქვთ.

მსგავსი სიახლეები