ჩემი შვილი დავინახო, მეტი არაფერი მინდა - რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულის დედა

07.07.23 13:07
ჩემი შვილი დავინახო, მეტი არაფერი მინდა - რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულის დედა

"ჩემი შვილი მომივიდეს სახლში, ჩემი შვილი დავინახო, მეტი არაფერი მინდა,“ - ამ სიტყვებით მეჯვრისხევიდან გატაცებული ერთ-ერთი ადგილობრივის დედა მთავრობას მიმართავს.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ის გაიტაცეს. ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს 5 მოქალაქე ცხინვალში არიან გადაყვანილები.

ვიკითხე, ჩემი შვილი ხომ არ დაგინახავთ მეთქი, წუხელ პური რომ ჭამეს, წყალზე ავიდნენ საბანაოზეო და იქიდან წაიყვანეს ცხინვალში არიანო. ჭიასთვის ფეხი არ დაიდგამს, მაგნაირი ბიჭი დედამიწაზე არ არსებობს, ჩემი შვილი მომივიდეს სახლში, ჩემი შვილი დავინახო, მეტი არაფერი მინდა,“ - ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის დედა.

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის ალექსი ბატიაშვილისგან გახდა ცნობილი. როგორც ბატიაშვილი ამბობს, დაკავებულ პირთა ვინაობა შესაბამის სამსახურებს უკვე დადგენილი აქვთ.

მსგავსი სიახლეები