უკრაინა საქართველოს იმიჯის შესალახად ყველაფერს აკეთებს - ქადაგიშვილი

07.07.23 13:28
უკრაინა საქართველოს იმიჯის შესალახად ყველაფერს აკეთებს - ქადაგიშვილი

ზელენსკის მრჩევლის განცხადებების შემდეგ "ქართული ოცნება" გაღიზიანებულია. ირაკლი ქადაგიშვილის ისევ ამტკიცებს, რომ ომში მყოფ ქვეყანას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო საკუთარი ნების გამტარებელ ქვეყანად აქციოს და მისი იმიჯი შელახოს.

უკრაინის ხელისუფლება, სამწუხაროდ, დიდი ხანია უკვე ცდილობს, რომ საქართველომ მისი პოლიტიკური ნების გამტარებელ ქვეყანად აქციოს. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი შელახონ. მათი მიზანი არის ერთი, რომ ის მდგომარეობა, რაც არის ომის ფორნტის ხაზზე, საქართველოში წამოწყებული მეორე ფრონტით შემსუბუქდეს. ჩვენი და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობა დღეს არის მინიმალურ დონეზე დასული. უკრაინის ხელისუფლება საქართველოს არ უყურებს როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანას და მიაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული სერვისები გამცემი ქვეყანა, - ამბობს ქადაგიშვილი. 

მსგავსი სიახლეები