ბიძინა ივანიშვილი ძალიან სერიოზული რაოდენობით ფინანსურ კაპიტალს აკეთებს საქართველოში - დეკანოიძე

07.07.23 14:54
ბიძინა ივანიშვილი ძალიან სერიოზული რაოდენობით ფინანსურ კაპიტალს აკეთებს საქართველოში - დეკანოიძე

"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ძალიან სერიოზული რაოდენობით ფინანსურ კაპიტალს აკეთებს საქართველოში," - ასე აფასებს დეპუტატი ხატია დეკანოიძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ საქმის აღძვრას.

ხატია დეკანოიძის თქმით, მაშინ, როდესაც წლებია, ქართული ოცნება ცდილობს, რომ დაარწმუნოს საზოგადოება, ტიტქოს, ივანიშვილი ფულს საქართველოში არ შოულობს, საპირისპიროს ამტკიცებს ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, რადგან გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავებიან.

ხატია დეკანოიძის შეფასებით, სასამართლოც და პროკურატურაც ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაშია და ამის დასტურია ისიც, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს.

თუ ბიძინა ივანიშვილი ადანაშაულებს რაიმეს მოპარვაში, ე.ი. სასამართლოს შეუძლია გაასამართლოს და თუ სახელმწიფოს პარავენ ჩინოვნიკები ფულს, მაშინ სასამართლო ხმას არ იღებს და არც პროკურატურა. მეორე, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ძალიან სერიოზული რაოდენობით ფინანსურ კაპიტალს აკეთებს საქართველოში, "ქართული ოცნება" დღემდე ამას ამბობს, რომ არავითარი ბიზნესი ბიძინას არ აქვს საქართველოში და როგორც ჩანს, აქვს კი არა, მილიარდობით ბიტკოინებს აკეთებს. ამდენი წლის შემდეგ რატომ გაახსენდა ეს მოპარული ფული, რაღაცაშია საქმე. თან ძალიან მარტივია, ფავორიტები იცვლებიან,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები